Thumbnail

'არ ვარ თქვენნაირი, მე ზლატანი ვარ' - იბრაჰიმოვიჩი ჰეიტერებს მიმართავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის 38 წლის ფორვარდი კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს
  • შვედ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება

მილანის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. 38 წლის შვედი ფეხბურთელი მიმართავს მათ, ვისაც მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

"გგონიათ გამოვიფიტე და კარიერა მალე დასრულდება. არ მიცნობთ. მე მთელი ცხოვრება ბრძოლა მიხდებოდა. არავის სჯეროდა ჩემი, მე კი მჯეროდა საკუთარი თავის. ვიღაცებს ჩემი გატეხვა სურდათ, მაგრამ მათ მხოლოდ გამაძლიერეს. სხვებს ჩემი გამოყენება უნდოდათ, მაგრამ უფრო ჭკვიანი გამხადეს. და ახლა ფიქრობთ, რომ გამოვიფიტე? შემიძლია ყველას გითხრათ ერთი რამ - არ ვარ ისეთი, როგორიც თქვენ ხართ და ეს იმიტომ, რომ მე თქვენ არ ვარ. მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ და ეს მხოლოდ მოთელვაა", - აცხადებს იბრა.

პიოლის იბრა მომავალ სეზონშიც სჭირდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაბრუნდა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 38 წლის ფორვარდმა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მილანის მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ახლახან თქვა, რომ თავდამსხმელთან თამაშრომლობის გაგრძელებას ისურვებდა.111

კარიერის განმავლობაში ზლატანი მალმიოს, აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონას, პარი სენ-ჟერმენის, მანჩესტერ იუნაიტედისა და ლოს ანჯელეს გელექსის ღირსებას იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები