Thumbnail

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ისევ გაიტანა - გიოტებორგი მაინც ვერ იგებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 23 წლის ნახევარმცველმა შვედეთის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა
  • გიოტებორგმა ფალკენბერგთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში გატანილი გოლით გამოირჩა, თუმცა მისმა გიოტებორგმა, ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება კვლავ ვერ შეძლო და საშინაო შეხვედრაში ფალკენბერგთან ფრეს დასჯერდა - 2:2.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიოტებორგის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ანგარიში კი მე-9 წუთზე მისი გოლით გაიხნა. ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, გიორგი ერთი შეხებით ცდილობდა სტუმართა კარში გატანას. ხარაიშვილის პირველი დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ქართველი ფეხბურთელი ზუსტი იყო.

გიოტებორგი 73-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა ორჯერ გაუტანეს. ხარაიშვილი კომპენსირებულ დროში შეცვალეს. 

გიორგი ხარაიშვილს მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, მისი გიოტებორგი კი, რომელმაც ზედიზედ მესამედ ითამაშა ფრედ, 11 ქულით მე-12 ადგილზეა. გიორგის გუნდი ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 26 ივლისს, სტუმრად ჰეკენთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები