Thumbnail
  • გენტმა ორი ამხანაგური მატჩი ქართველი ლეგიონერების გარეშე გამართა
  • ბელგიური მედია ოპტიმისტურად არის განწყობილი

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ბელგიის ჟუპილერლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება...

გენტმა ამ დღეებში ორი ამხანაგური მატჩი გამართა - ჯერ ფრანგულ ლანსს 1:1 ეთამაშა, შემდეგ ლიონს უმასპინძლა და 2:3 დათმო. ამ მატჩებში მონაწილეობა არც ჩაკვეტაძეს მიუღია და არც ქვილითაიას, ორივე დაშავებულია.

ქვილითაიას შემთხვევაში საქმე ძალზე მსუბუქ ტრავმასთან გვაქვს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ 20 წლის ჩაკვეტაძეს ნაოპერაციები მუხლი აქვს დაშავებული - Het Nieuwsblad წერს, რომ მას "მუხლში სითხე აქვს". მეორე მხრივ, იგივე წყარო ამტკიცებს, რომ ის 6 ფეხბურთელი, რომლებიც ლიონთან გუნდს დააკლდნენ, მეცთან ამხანაგურ მატჩში შეძლებენ გუნდის დახმარებას. ის კი არა, შეიძლება ჯონათან დევიდმაც ითამაშოსო. ბელგიური წყაროს ოპტიმიზმის მიუხედავად, თითქმის გამორიცხულია ჩაკვეტაძე მეცთან 28 ივლისს ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჟუპილერლიგა (2020/21 წლების სეზონი) გენტისთვის 9 აგვისტოს იწყება ანტვერპენთან საგარეო მატჩით. ბოლო სეზონში ჩაკვეტაძემ მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა (2 საგოლე პასი), გიორგი ქვილითაიამ 23 მატჩში 1 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები