Thumbnail

ტრანსფერები | ოთხი ფეხბურთელი და 330 მილიონი - გვარდიოლა სიტის აძლიერებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანჩესტერ სიტის სატრანსფერო გეგმები ხმაურიანია
  • ხოსეპ გვარდიოლას ოთხი პოზიციის გაძლიერება უნდა

მანჩესტერ სიტიმ სატრანსფერო პერიოდისთვის ბიუჯეტი განსაზღვრა. ესპანური AS-ის ინფორმაციით, ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილი აქვს, ოთხი ფეხბურთელი დაიმატოს და კლუბის ხელმძღვანელობაც სურვილის დასაკმაყოფილებლად 330 მილიონ ევროს გამოუყოფს.

პრიორიტეტულია ორი ცენტრალური მცველის შეძენა, ლეროი სანეს შეცვლა (ბაიერნში გადავიდა) და ერთი თავდამსხმელი. სიტი აქტიურად განიხილავს დაცვაში კალიდუ კულიბალის (ნაპოლი), დიეგო კარლოსის (სევილია) და მილან შკრინიარის (ინტერი) კანდიდატურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ინგლისელებმა კულიბალის ტრანსფერში 75 მილიონი ევროს გადახდა გამორიცხეს.

გვარდიოლა შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს

რაც შეეხება ლეროი სანეს პოტენციურ შემცვლელს, ინგლისურ კლუბში ვალენსიას შემტევის, ფერან ტორესის ტრანსფერზე ფიქრობენ, რომელიც 30-40 მილიონ ევრომდე ფასობს. ასევე განიხილება ლევერკუზენიდან კაი ჰავერტცის ვარიანტიც, მაგრამ ბოლოდროინდელი ცნობებით, გერმანელი ლონდონის ჩელსისთან ძალიან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მანჩესტერ სიტის დისკვალიფიკაცია გააუქმა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. რაც შეეხება 2019/20 წლების სეზონს, პრემიერლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში მადრიდის რეალთან საპასუხო მატჩი ელოდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები