Thumbnail

თამაზ კირაკოზაშვილის ლამაზი ილეთი ფინალში და ოქროს მედალი თბილისის გრან პრიზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ''ქართული ფინალი'' - თამაზ კირაკოზაშვილი V ანრი ეგუტიძე.
  • თბილისის გრან პრის მეორე დღე - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, ორი ბრინჯაო.
  • კირაკოზაშვილმა ლამაზი ილეთით სძლია ეგუტიძეს.

თბილისის გრან პრიზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კობა მჭედლიშვილი ნუგზარ ტატალაშვილთან დამარცხდა.

ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ნუგზარისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე მედალია, მანამდე მან პარიზის გრანდ სლემზე შეძლო ბრინჯაოს მოგება.

ტატალაშვილმა ამ სეზონში მეორე ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ამ წონით კატეგორიაშიც ქართული ფინალი შედგა. თამაზ კირაკოზაშვილი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს დაუპირისპირდა. კირაკოზაშვილმა მეტოქე 2 წუთსა და 52 წამში იპონით დაამარცხა.

სამი ქართველი კვარცხლბეკზე:
ანრი ეგუტიძე, თამაზ კირაკოზაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი.

თბილისის გრან პრის მეორე დღეც წარმატებული აღმოჩნდა მასპინძლებისთვის - ქართველმა ძიუდოისტებმა ამჯერადაც 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებს უკვე ათი მედალი აქვს: 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღის სხვა შედეგები:

► ქართული ფინალი - ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან პრი პირველად მოიგო

► 17 წლის მარიამ ჭანტურიამ თბილისის გრან პრიზე ბრინჯაო მოიგო - ქალთა ძიუდოს იმედი

თბილისის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღის შედეგები:

► თბილისის გრან პრი: ოთხი ქართული მედალი 60 კგ. წონით კატეგორიაში

► თბილისის გრან პრი: კიდევ ერთი ოქრო - ვაჟა მარგველაშვილმა ფინალიც მოიგო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტურნირი კვირას, 1-ელ აპრილს დასრულდება. ბოლო დღეს მედლები ვაჟთა შორის -90, -100 კგ და მძიმე წონით კატეგორიებში გათამაშდება, გოგონებში კი - -70-სა და +78-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები