Thumbnail

17 წლის მარიამ ჭანტურიამ თბილისის გრან პრიზე ბრინჯაო მოიგო - ქალთა ძიუდოს იმედი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარიამ ჭანტურია V ცაუნდრა დიდრიხი
  • მარიამ ჭანტურიას პირველი გრან პრი და პირველი მედალი.

მარიამ ჭანტურიამ თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა გოგონამ ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში ცაუნდრა დიდრიხს, დამატებით დროში, გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო. ქართველ ძიუდოისტს 5 წუთი და 59 წამი დასჭირდა მეტოქის დასამარცხებლად.

17 წლის ჭანტურიასთვის ეს პირველი გრან პრი იყო. ქართველმა გოგონამ პირველივე ცდაზე მოახერხა მედლის აღება, რაც იმედს გვაძლევს, რომ საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებს მომავალში ანგარიშგასაწევი შემადგენლობა ეყოლება.

ჭანტურიამ ამ ტურნირზე ორი გერმანელი, ერთი ჰოლანდიელი და ერთი ბრიტანელი ძიუდოისტი დაამარცხა.

თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღის სხვა შედეგები:

► თამაზ კირაკოზაშვილის ლამაზი ილეთი ფინალში და ოქროს მედალი თბილისი გრან პრიზე

► ქართული ფინალი - ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრან პრი პირველად მოიგო

კომენტარები

ბოლო ამბები