Thumbnail
  • მიხაილ მარხელის კომენტარი ერთა ლიგის თამაშების წინ
  • საქართველო ბელარუსს 8 ოქტომბერს მასპინძლობს

ბელარუსის ნაკრების თავკაცი მიხაილ მარხელი ტელეარხ Беларусь 1-ზე სტუმრად იმყოფებოდა. მან ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩებზე და საქართველოსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა...

"პირველი ორი მატჩი ალბანეთთან და ყაზახეთთან იქნება საქართველოსთვის მზადება. აქ ჩვენ მცირე უპირატესობა გვაქვს, რადგან ჩვენთან ჩემპიონატი არ შეჩერებულა. ამ თამაშებში ყველა მთავარი კანდიდატი იქნება ბელარუსის ჩემპიონატიდან გამოძახებული", - განაცხადა მარხელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში მასპინძლობს მარხელის გუნდს. ეს თამაში ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ რამდენჯერმე გადადო. უეფას ბოლო ინფორმაციით, მატჩი "დინამო არენაზე" 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დაესწრება თუ არა ამ თამაშს მაყურებელი ჯერჯერობით უცნობია.

ბელარუსის ნაკრები ერთა ლიგაზე სექტემბერში 4 სექტემბერს ალბანეთის ნაკრებთან ითამაშებს, ხოლო 7-ში ყაზახეთთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები