Thumbnail

ისევ ერთად - ჩავის ყატარულ კლუბში ვილიარეალის ვარსკვლავი მიჰყავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სანტი კასორლამ ლა ლიგაში ბოლო მატჩი გასულ უქმეებზე ჩაატარა
  • ის და ჩავი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ

ესპანელმა ნახევარმცველმა სანტი კასორლამ გასულ უქმეებზე ვილიარეალის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა, ამიერიდან კი, კარიერას ყატარულ ალ სადში განაგრძობს.

35 წლის კასორლა სრულფასოვან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს და იმ გუნდის წევრი გახდება, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში მისი ყოფილი თანაგუნდელი ჩავი ავარჯიშებს.

სანტი სწორედ ვილიარეალის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში კი, უელვას, ვილიარეალის, მალაგასა და არსენალის მაისურით უთამაშია. მიმდინარე სეზონში მან ვილიარეალის რიგებში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე პასი მოუგროვდა.

კასორლა ესპანეთის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 81 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მას და ჩავის ერთად ათეულობით შეხვედრაში უთამაშიათ. ის ვეტერან ვარსკვლავთან მოლაპარაკებას უშუალოდ აწარმოებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები