Thumbnail
  • ინგლისელი ჯუდ ბელინგემი კარიერას ბუნდესლიგაში განაგრძობს
  • 17 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა

დორტმუნდმა ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი დაიმატა. 17 წლის ნახევარმცველმა "ყვითლებთან" კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

გერმანული მედიის ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 28 მილიონი ევრო შეადგინა და ბელინგემი არასრულწლოვნებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებში გახდა.

“მადლობა არასდროს იქნება საკმარისი იმისთვის, რაც ბირმინგემმა ჩემთვის გააკეთა. ამ კლუბში 7 წლის ასაკში მივედი და ახლა ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გუნდში გადავდივარ. დორტმუნდი ახალგაზრდებს ეხმარება განვითარებაში და ამიტომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არჩევანის გაკეთება ადვილი იყო. ერთი სული მაქვს მსოფლიოში გამორჩეულად ლამაზ სტადიონზე, 80 000 გულშემატკივრის წინაშე ვითამაშო,“ - თქვა ინგლისელმა.

ჯუდ ბელინგემი ბირმინგემ სიტის აკადემიაში გაიზარდა. 2019/20 წლების სეზონში მან კლუბის მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები