Thumbnail

მილანიდან სევილიაში - ანდალუსიელებმა სუსო გამოისყიდეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიის კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა
  • მილანის ყოფილი შემტევი ნახევარმცველი მანამდე სევილიაში იჯარით გამოდიოდა 

სევილიამ ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა მილანის ნახევარმცველის სუსოს ტრანსფერის გამოსყიდვის შესახებ. 26 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ლა ლიგის კლუბთან ხუთ სეზონზეა გათვალისწინებული.

საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული პირობის თანახმად, 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, სევილია ვალდებული იქნებოდა, სუსოს ტრანსფერი გამოესყიდა. ასეც მოხდა - ანდალუსიის კლუბმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში ადგილი მას შემდეგ გაინაღდა, რაც ლა ლიგის 36-ე ტურში ვილიარეალმა რეალ სოსიედადთან ანგარიშით 1:2 წააგო. 

იტალიური მედიის ინფორმაციით, სუსოს გამოსასყიდი თანხის ოდენობა 24 მილიონ ევროს შეადგენდა.

სუსო მილანის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და მასთან ერთად იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა. საერთო ჯამში, ესპანელმა ფეხბურთელმა როსონერის მაისურით 153 მატჩში ითამაშა, გაიტანა 24 გოლი და მიითვალა 26 საგოლე პასი. სუსო მილანიდან სევილიაში იჯარის წესით 2020 წლის იანვარში აღმოჩნდა და სეზონის 19 მატჩში ითამაშა, სადაც თითო გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები