Thumbnail

მესის მორიგი რეკორდი - ლეომ ყოფილ თანაგუნდელს აჯობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არგენტინელმა თავი ალავესთან მატჩში გამოიჩინა
  • ლიონელ მესიმ ხავის რეკორდი გააუმჯობესა

ბარსელონას თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კარიერის მორიგი რეკორდი დაამყარა. არგენტინელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ერთ სეზონში საგოლე პასების რაოდენობით საუკეთესოა.

ალავესთან მატჩის დასაწყისში მესი ანსუ ფატის დაეხმარა გოლის გატანაში და ეს 2019/20 წლების სეზონში მხოლოდ ლა ლიგაში მისთვის 21-ე შედეგიანი პასი იყო. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპონატის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლიც მესის აქვს გატანილი (50) და შესაბამისად, ეს რეკორდიც მას ეკუთვნის.

შედეგად, ლიონელმა ყოფილი თანაგუნდელის, ჩავის 2008/09 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, როდესაც ესპანელმა თანაგუნდელებს 20 გოლი გაატანინა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ 2019/20 წლების სეზონი ლა ლიგაში მე-2 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობა ვერ მოიპოვა. მესიმ 21 საგოლე პასის გარდა 25 გოლიც გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები