Thumbnail

'საოცარი ფეხბურთელია' - გვარდიოლამ ალკანტარას ინგლისში ტრანსფერზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კლოპი ალკანტარას ტრანსფერით დაინტერესდა
  • გვარდიოლა ამბობს, რომ ესპანელი პრემიერლიგას მარტივად მოერგება

პეპ გვარდიოლამ მისი ყოფილი მოთამაშის - ტიაგო ალკანტარას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელის ლივერპულში ტრანსფერი გამართლებული ნაბიჯი იქნება, როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის მხრიდან.

"მოთამაშემ, რომელიც ბარსელონას და ბაიერნის რიგებს გაივლის - პრემიერლიგაში ითამაშებს. საოცარი ფეხბურთელია, თუმცა რას გადაწყვიტავს ამაზე ვერაფერს გეტყვით." - განაცხადა გვარდიოლამ.

"მისი თამაში, წითლების სტილის ძალიან ერგება და მათ სატრანსფერო პოლიტიკასაც, ალკანტარას ასაკი შეესაბამება." - შესაძლო ტრანსფერზე ლივეპრულის გერმანელმა ლეგენდამ - დიმტარ ჰამანმაც ისაუბრა.

"კლოპს ცენტრში ბევრი მუშა ნახევარმცველი ჰყავს - ფაბინიო, ჰენდერსონი, კეიტა... ალკანტარას უფრო სტრატეგიული სახით გამოიყენებს, რაც გერმანელს მატჩის მიმდინარეობის დროს ტაქტიკურ გადანაცვლებებს გაუადვილებს."

კომენტარები

ბოლო ამბები