Thumbnail

კლიპერსის მწვრთნელი: გუშინ ლებრონი ჩავუშვი, დღეს პოპოვიჩს ჩავუშვებ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'როდესაც ცხელ ხაზზე რეკვას მოვრჩები, NBA-ში ერთადერთი გუნდი ჩვენ დავრჩებით'
  • დოკ რივერსი ლიგაში არსებულმა რეგულაციებმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა

ლოს ანჯელეს კლიპერსის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა ირონიულად ისაუბრა NBA-ს ახლადდამკვიდრებული “ცხელი ხაზის” შესახებ. მოგეხსენებათ, კალათბურთელები სეზონის განახლებას ორლანდოში ელიან, პანდემიის რეგულაციების ფონზე კი, ლიგა ინფორმაციებს წესების დარღვევაზე განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობს.

“გუშინ ლებრონ ჯეიმსი ჩავუშვი, დღეს კი სან ანტონიოს თავკაც გრეგ პოპოვიჩს ჩავუშვებ. ყველას ჩაშვებას ვაპირებ. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. როდესაც ცხელ ხაზზე რეკვას მოვრჩები, NBA-ში ერთადერთი გუნდი ჩვენ დავრჩებით. სერიოზულად კი, სიტუაციას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. შესაძლოა, ვინმე მართლაც დავირუსდეს და შემდეგ სხვას გადადოს. ამიტომ, რეგულაციები უნდა გავითვალისწინოთ”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

შეგახსენებთ, რომ NBA-ს გუნდების საწვრთნელი კემპი 29 ივლისს სრულდება, 30 ივლისიდან 14 აგვისტომდე რეგულარული სეზონის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, 17 აგვისტოს კი პლეი-ოფი აიღებს სტარტს. რესტარტში 22 გუნდი ჩაებმება, ფინალური სერია კი 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე პერიოდშია დაგეგმილი. რივერსის კლიპერსს, რომელსაც ლოკდაუნამდე დასავლეთ კონფერენციაში ადგილი ეკავა, პირველი მატჩი 31 ივლისის დილას ლეიკერსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები