Thumbnail

'თოკოსთან ხელსაყრელი გარიგება დავდე' - როგორ ერგო შენგელიას ჰეკეტის მაისური

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეული თორნიკე შენგელია ახალ კლუბშიც მისი საყვარელი 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში რუსულ გრანდში ამ ნომრით დენიელ ჰეკეტი ასპარეზობდა, რომელთან კონტრაქტი ჯერაც ძალაშია. საინტერესოა, ამ ფონზე როგორ ერგო 23 ნომერი შენგელიას? ამაზე კომენტარი სწორედ იტალიელმა კალათბურთელმა გააკეთა:

დენიელ ჰეკეტი

“თოკომ ნომრის თაობაზე მომმართა და მასთან ხელსაყრელ გარიგებას მივაღწიე. სერიოზულად კი, 23-ნომრიანი მაისური პატივისცემის ნიშნად გადავეცი. ის ხომ დიდი კალათბურთელია. ჩეთვის 10 ნომერი შევარჩიე და ახალ სეზონში შესაბამისი მაისურით ვითამაშებ”.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას ახალი მაისური ცსკა-ს ვებგვერდზე უკვე იყიდება და მისი ფასი 2 500 რუსული რუბლია (დაახლოებით 100 ლარი). თორნიკე ესპანურ ბასკონიაში გატარებული 6 წლის შემდეგ, მოსკოვური კლუბის კალათბურთელი გასულ კვირაში გახდა. მან ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები