Thumbnail
  • ფიფას რეიტინგი ცვლილებების გარეშე განახლდა
  • საქართველო ისევ 91-ე ადგილზეა

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო მატჩები თვეებია არ გამართულა, ფიფამ თავისი წევრი ეროვნული ნაკრებების ივლისის თვის რეიტინგი გამოაქვეყნა. აქედან გამომდინარე, კლასიფიკაციაში ცვლილება არ მომხდარა.

საქართველოს ნაკრები 1267 ქულით 91-ე და 92-ე ადგილებს მადაგასკარის ნაკრებთან ერთად იყოფს.

89-90 ლიბანი - 1269 ქულა

89-90 კონგო - 1269

91-92 საქართველო - 1267

91-92 მადაგასკარი - 1267

93 ისრაელი - 1260

ევრო 2020-ის პლეი-ოფში საქართველოს მეტოქეებს შორის ყველაზე კარგი რეიტინგი ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს, რომელიც 1347 ქულით 68-ე ადგილზეა. ბელარუსი 87-ე პოზიციას იკავებს (1283 ქულა), ხოლო კოსოვო 115-ეა (1174 ქულა).

ცვლილებები არც საუკეთესო ათეულში მომხდარა, რომელსაც ბელგიის ნაკრები ლიდერობს.

1. ბელგია - 1765 ქულა, 2. - საფრანგეთი - 1733, 3. - ბრაზილია - 1712, 4. ინგლისი - 1661, 5. ურუგვაი - 1645, 6. ხორვატია - 1642, 7. პორტუგალია - 1639, 8. ესპანეთი - 1636, 9. არგენტინა - 1623 ქულა, 10. კოლუმბია - 1622

კომენტარები

ბოლო ამბები