Thumbnail

'ეს არაპროფესიონალიზმი და უპატივცემულობა' - ბერბატოვმა ბეილი გააკრიტიკა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • გარეთ ბეილი რეალში იშვიათად თამაშობს
  • უელსელი სათადარიგოთა სკამზე ერთობა ხოლმე
  • დიმიტარ ბერბატოვს მისი საქციელი არ მოეწონა

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილს თითქმის აღარ ათამაშებს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ უელსელმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე დიდი დრო გაატარა.

ალავესთან და გრანადასთან ჩატარებული შეხვედრების დროს 31 წლის ფეხბურთელი მოედანზე არ გამოჩენილა და მთელი დრო სათადარიგოთა სკამზე იყო, სადაც ხან პირბადეს იფარებდა სახეზე და ხანაც ხელითა და ტუალეტის ქაღალდით ბინოკლის იმიტაციას აკეთებდა და თანაგუნდელებთან ერთად ერთბობოდა.

პირბადის სახეზე დაფარებისთვის და სათადარიგოთა სკამზე მისი ქცევისთვის გარეთ ბეილი დიმიტარ ბერბატოვმა გააკრიტიკა. ბულგარელის აზრით, ბეილის ეს საქციელი არაფროფესიონალური და უპატივცემულოა მადრიდული კლუბისთვის.

"გარეთ ბეილი ისევ ყურადღების ცენტრშია, სათადარიგოთა სკამზე იძინებს, როცა იგებს, რომ არ თამაშობს. ვერ ვიჯერებდი, რომ ასე მოიქცა. ვუყურებდი, როგორ იფარებდა სახეზე პირბადეს და ცდილობდა, დაეძინა. არ შემიძლია მას მხარი დავუჭირო. ეს არაპროფესიონალური და უპატივცემულო საქციელია მადრიდის რეალის მიმართ. მიყვარს ბეილის თამაშის ყურება და შემიძლია მივხვდე, თუ რა ტკივლის განიცდის უთამაშებლობის გამო, რადგან მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს მის საქციელს არ ამართლებს. მადრიდის რეალმა უნდა მოძებნოს გამოსავალი. ეს არ არის კარგი არც ბეილისთვის, არც კლუბისთვის და არც საზოგადოებისთვის", - განაცხადა 39 წლის ბერბატოვმა.

გარეთ ბეილს ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. უელსელმა 3 შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

კომენტარები

ბოლო ამბები