Thumbnail
  • თორნიკე შენგელია ცსკა-ში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
  • ქართველის მაისური ონლაინ უკვე გაყიდვაშია

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. რუსული კლუბის ვებგვერდმა ახალი სეზონისთვის მოთამაშეებს ნომრები გაუნაწილა.

მოსკოველები წერენ, რომ შენგელია 23 ნომერი იქნება, ხოლო კიდევ ერთი ახალწვეული ნიკოლა მილუტინოვი კი - 33-ე ნომრით ითამაშებს.

ცსკა-ს ვებგვერდზე უკვე იყიდება თორნიკე მაისურიც და მისი ფასი 2 500 რუსული რუბლია (დაახლოებით 100 ლარი)

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი გასულ კვირაში გახდა და რუსულ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები