Thumbnail

'ძალიან რთულია, როცა ასეთი რამ ხდება' - ხარაიშვილი გიორგი შაქარაშვილზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ხარაიშვილმა ჰელსინგბორგთან გოლის შემდეგ ისაუბრა
  • ქართველი პირველი შვედეთის ჩემპიონატში გოლით ბედნიერია

შვედური გიოტებროგის ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა ოლსვესკანის მიმდინარე სეზონში პირველი გატანილი გოლის შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, კომენტარი გააკეთა.

23 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ პირველი გოლის გატანა ყოველთვის რთულია და ძალიან გაუხარდა. „სარგონ აბრაჰამისგან შესანიშნავი პასი მივიღე. ბურთთან ჩემი შეხება გრძელი იყო, მაგრამ გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი გოლის გატანა ყოველთვის ძნელია,“ - ამბობს გიორგი.

ხარაიშვილმა გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, მაისურზე ეწერა - „შაქარა“.

„მას ვიცნობდი, ჩემი ძმის თანაგუნდელი იყო. მინდოდა, მისი ხსოვნისთვის პატივი მიმეგო. ყოველთვის ძალიან რთულია, როდესაც ასეთი რამ ხდება,“ - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.

📺 გიორგი ხარაიშვილის გოლი ჰელსინგბორგის კარში

შეგახსენებთ, რომ ხარაიშვილს მიმდინარე სეზონში 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა (1 შვედეთის ჩემპიონატში, 2 შვედეთის თასზე).

კომენტარები

ბოლო ამბები