Thumbnail

პირლო მუშაობას იწყებს - ანიელიმ მას დიდი გეგმა დაუკავშირა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანდრეა პირლო იუვენტუსში მუშაობას იწყებს
  • ლეგენდარული ნახევარმცველი U23 გუნდს გაწვრთნის

ანდრეა პირლო იუვენტუსში ბრუნდება, პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია. ვეტერანი ფეხბურთელი სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს და ტურინელთა 23-წლამდე გუნდს ჩაიბარებს.

41 წლის პირლო „ბებერი ქალბატონის“ მეორე გუნდს 2020/21 წლების სეზონიდან გაწვრთნის და მისი ასისტენტი, კიდევ ერთი ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბარონიო იქნება.

იუვენტუსის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის პირლოსთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს, რაც რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობით არ შემოიფარგლება. ანდრეამ სამწვრთნელო კარიერაში გამოცდილება უნდა მიიღოს და ანიელი იმედოვნებს, რომ რამდენიმე წელიწადში მისგან ახალ პეპ გვარდიოლას ან ზინედინ ზიდანს მიიღებს.

წაიკითხერატომ გვენატრება ანდრეა პირლო ასე ძალიან

ესპანელმაც და ფრანგმაც ანალოგიური გზა გაიარეს მწვერვალებამდე - პეპი ჯერ ბარსელონას მეორე გუნდში, ხოლო ზიზუ კასტილიაში მუშაობდა.

ანდრეა პირლომ კარიერა 2018 წელს დაასრულა. იუვენტუსში მან 2011/15 წლებში ითამაშა (164 მატჩი, 19 გოლი), მანამდე კი მილანის, ინტერის, რეჯინასა და ბრეშას ფეხბურთელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები