Thumbnail

ყველაზე მეტი დრიბლინგი ავსტრიაში - კიტეიშვილი ცხრილის სათავეშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გრაცის შტურმის ქართველმა ლეგიონერმა გასულ სეზონში დრიბლინგი 233-ჯერ წამოიწყო
  • კიტეიშვილმა ბუნდესლიგის გასული გათამაშება 6 გოლითა და 5 საგოლე პასით დაასრულა

ავსტრიულმა Abseits-მა ადგილობრივი ბუნდესლიგის დასრულებული სეზონი შეაჯამა და სტატისტიკური მაჩვენებლების ლიდერთა შორის ქართველი ლეგიონერი ოთარ კიტეიშვილიც დაასახელა. გრაცის შტურმის 24 წლის ნახევარმცველი გამორჩეული იყო დრიბლინგის კუთხით, რისი წყალობითაც გუნდისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა.

კიტეიშვილმა მონაწილეობა 31 მატჩში მიიღო და მინდორზე გატარებულ 2 880 წუთში დრიბლინგი 233-ჯერ წამოიწყო. ეს მთელს ავსტრიულ ბუნდესლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია, მე-2 ადგილზე გასულ გერმანელ ფეხბურთელ სიდნი სემს (ალტახი) კი 205 დრიბლინგი ჰქონდა. სწორედ სემი გავიდა პირველ პოზიციაზე საშუალოდ 90 წუთის განმავლობაში წამოწყებული დრიბლინგების (11.54) მხრივ, კიტეიშვილი კი, ამ შემთხვევაში, მე-7 ადგილზე (7.28) აღმოჩნდა. 

ოთარი შტურმს 2018 წელს დინამო თბილისიდან 760 ათასი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გასულ სეზონში 6 გოლი და 5 საგოლე პასი მოუგროვდა. სულ, მას ავსტრიული კლუბის მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში 10 გოლი და 11 შედეგიანი პასი აქვს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს გრაცელებთან კონტრაქტი 2002 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 1.6 მილიონი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები