Thumbnail

უხვგოლიანი ფრე - იუვენტუსმა სასუოლოს ვერ მოუგო [მიმოხილვები]

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სასუოლო 3:3 იუვენტუსი
  • იუვენტუსი ატალანტას 7 ქულით უსწრებს

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში სასუოლომ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. ტურინელები პირველ 12 წუთში 2:0-ს იგებდნენ. დანილომ მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში და მე-12 წუთზე იგუაინმა იუვეს უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა.

სასუოლომ 29-ე წუთზე ჯურიჩიჩის გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მასპინძლებმა მეორე ტაიმის სტარტზე ბერარდისა და კაპუტოს გოლებით წინ გასვლა მოახერხეს, თუმცა ალექს სანდრომ ბენტანკურის პასით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.

ტურინელებს 77 ქულა დაუგროვდათ და ბერგამოს ატალანტას 7 ქულით უსწრებენ. მაურიციო სარის გუნდი მომდევნო ტურში ლაციოს შეხვდება, რომელმაც უდინეზეს ვერ მოუგო.

მილანი 3:1 პარმა

გოლები: 0:1 კურტიჩი 44', 1:1 კესიე 55', 2:1 რომანიოლი 59', 3:1 ჩალჰანოღლუ 77'

კომენტარები

ბოლო ამბები