Thumbnail

ხარაიშვილმა ჩემპიონატში პირველი გოლი გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

შვედეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგი ჰელსინგბორგს მასპინძლობს... 

პირველი ტაიმის მე-11 წუთზე ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, მოატყუა სტუმართა გოლკიპერი და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა, ჰელსინგბორგიც მცველები ამაოდ ცდილობდნენ კარის გადარჩენას. 

ეს 23 წლის შემტევი ნახევარმცველის პირველი გოლია წლევანდელ ოლსვენსკანში. აქამდე მას ამ სეზონში გოლები მხოლოდ შვედეთის თასზე ჰქონდა გატანილი (2 გოლი, 1 ასისტი). 

📺 გიორგი ხარაიშვილის გოლი ჰელსინგბორგის კარში

7 ტურის შემდეგ გიოტებორგს 8 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება. ქართველ ფეხბურთელს ჯამში შვედეთის პირველობაზე 59 თამაშში 17 გოლი აქვს გატანილი.  

კომენტარები

ბოლო ამბები