Thumbnail

2007/08 წლების ლა ლიგის სეზონის ბოლო ტურში ლევანტე "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალთან 2:5 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩში დაასრულა საფეხბურთო კარიერა შოთა არველაძემ და მას მერე ბოლო დრომდე ლა ლიგაში ქართველს აღარ უთამაშია...

4 438 დღის გასვლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი კვლავ გამოჩნდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში და ისევ ლევანტეში. 21 წლის გიორგი ქოჩორაშვილმა ბილბაოს წინააღმდეგ ბოლო წუთები ითამაშა

გიორგი მესამე ქართველია, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა

გიორგი მხოლოდ მესამე ქართველია, ვისაც ლა ლიგაში უთამაშია გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ, მაგრამ როგორ გვაქვს საქმე ევროპის TOP 5 ლიგებში? რამდენხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა ტოპტურნირებში ქართველმა და სულ რამდენ ჩვენს თანამემამულეს უთამაშია უმაღლეს დონეზე? ამ კითხვებზე ქვემოთ ვუპასუხებთ...

ლევან მჭედლიძემ სერია A-ში სულ 75 მატჩი ითამაშა და 11 გოლი გაიტანა. ბოლოს ის 2019 წლის აპრილში ბოლონიასთან გამოჩნდა ემპოლის შემადგენლობაში. ამის მერე ევროპის TOP 5 ლიგებში (ლა ლიგა, პრემიერლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა) ქართველებს არ უთამაშიათ 442 დღის განმავლობაში - სანამ ქოჩორაშვილის დებიუტი შედგებოდა. 

ქართველი ლეგიონერები ევროპის TOP 5 ლიგებში

ბუნდესლიგა (9)

ყველაზე "სტუმართმოყვარე" ლიგა ქართული ლეგიონისთვის ბუნდესლიგა გამოდგა, კლუბი კი ფრაიბურგი, რომელსაც იმ დროს ფოლგერ ფინკე წვრთნიდა. ფრაიბურგი ტოპ-5 ლიგების ყველაზე ქართული გუნდია. 

კახა ცხადაძე (აინტრახტი) - 1992-1996

რევაზ არველაძე (კიოლნი) - 1993-1994

ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, კარლსრუე) - 1998-2002; 2003-2005; 2007-2009

ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, შალკე, ჰერტა) - 1998-2002; 2003-2010; 2011-12; 2013-2014

ლევან ცქიტიშვილი (ფრაიბურგი, ვოლფსბურგი) - 1998-2002; 2003-2005; 2005-2006

არჩილ არველაძე (კიოლნი) - 2000-2002

ოთარ ხიზანეიშვილი (ფრაიბურგი) - 2004-2005

ლევან ყენია (შალკე) - 2008-2010

დავით თარგამაძე (ფრაიბურგი) - 2009-2010

პრემიერლიგა (5)

"ნისლიან ალბიონზე" ქართული ლეგიონის პირველი მერცხალი გიორგი ქინქლაძე იყო, რომელიც 1995 წელს გადავიდა მანჩესტერ სიტიში და ამ კლუბის ფანებს დღემდე უყვართ.

თემურ ქეცბაიამ გზა ნიუკასლში გაიკვალა, სადაც შეტევაში ალან შირერის პარტნიორი იყო. ბოლტონის კარში გატანილი გოლი თემურის პრემიერლიგური კარიერის მთავარი ჰაილითია.

გიორგი ქინქლაძე (სიტი, დერბი) - 1995-1996; 1999-2002

მიხეილ ყაველაშვილი (სიტი) - 1995-1996

თემურ ქეცბაია (ნიუკასლი) - 1997-2000

რატი ალექსიძე (ჩელსი) - 2000-2001

ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი) - 2005-2009

სერია A (2)

პირველი ქართველი, ვინც სერია A ითამაშა, კახა კალაძეა, რომელიც კიევის დინამოდან მილანში გადავიდა. ჯამში მან მილანსა და ჯენოაში 12 სეზონი გაატარა იტალიურ ელიტაში. 

კახა კალაძე (მილანი, ჯენოა) - 2000-2012

ლევან მჭედლიძე (პალერმო, ემპოლი) - 2008-2010; 2014-2017; 2018-2019

პ.ს. აქ არ ვთვლით ომარ თეთრაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, როცა რომაში თამაშობდა. 

ლა ლიგა (3)

საუკუნის დასაწყისში გიორგი დემეტრაძემ ორი სეზონი ნაწილობრივ გაატარა ბასკურ რეალ სოსიედადში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდმა შოთა არველაძემ სულ რამდენიმე წუთი ითამაშა ვალენსიურ ლევანტეში

გიორგი დემეტრაძე (რეალ სოსიედადი) - 2000-2002

შოთა არველაძე (ლევანტე) - 2007-2008

გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე) - 2020-07-15

ლიგა 1 (3)

გია გურულის შემდეგ 15-წლიანი წყვეტა იყო, სანამ მორიგი ქართველი მოირგებდა ლიგა 1-ის გუნდის მაისურს.

გია გურული (ლე ავრი) - 1992-1994

გიორგი მაკარიძე (ლე მანი) - 2009-2010

ჯაბა კანკავა (რეიმსი) - 2015-2016

3 თუ 4

მის შესახებ ალბათ ბევრს არ სმენია, მაგრამ 1945-48 წლებში რედ სტარში (მაშინ ეს გუნდი ფრანგულ ელიტაში მოწინავე პოზიციებზე იყო) თამაშობდა ოთარ დონდუა, რომლის შესახებ ის არის ცნობილი, რომ 1924 წელს არის დაბადებული და 2005-ში გარდაიცვალა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ევროპის ტოპ-5 ლიგების 22 ქართველს 21 სხვადასხვა კლუბში უთამაშია

⚽ 22-დან 14-მა ლეგიონერმა შეძლო ტოპ-5 ლიგებში გოლის გატანა.

გოლეადორები

32 - იაშვილი, კობიაშვილი

13 - კალაძე

12 - გურული

11 - მჭედლიძე

8 - ქეცბაია

7 - ქინქლაძე, ცქიტიშვილი, ა. არველაძე

2 - ცხადაძე

1 - რ. არველაძე, ყაველაშვილი, ხიზანიშვილი, დემეტრაძე

ქართველები TOP 5ში - POPSPORT.COM-ის სიმბოლური

 

კომენტარები

ბოლო ამბები