Thumbnail

დინამო ბათუმი | გეგეჭკორმა მძიმე ტრავმა მიიღო, რეინალდომ პირველი გოლი გაიტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა
  • ლევან გეგეჭკორი ფოთის კოლხეთთან მძიმედ დაშავდა
  • რეინალდომ სადებიუტო გოლი ბახმაროს გაუტანა

დინამო ბათუმის მცველმა ლევან გეგეჭკორმა მძიმე ტრავმა მიიღო. გია გეგუჩაძის გუნდი დღეს ამხანაგურ შეხვედრას ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ ატარებდა და მატჩი შეწყდა, რისი მიზეზიც გეგეჭკორის სერიოზული დაზიანებაა.

26 წლის ფეხბურთელი თამაშის 75-ე წუთზე დაშავდა და სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გეგეჭკორს მცირე წვივის მოტეხილობა აქვს. კოჭის ამოვარდნის შედეგად, შესაძლოა, იოგები იყოს გაწყვეტილი, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმა დაზუსტებით შეუძლებელია. ზუსტი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დინამო ბათუმმა ტესტ-მატჩი გუშინაც გამართა - ჩოხატაურის ბახმაროს წინააღმდეგ და ეს თამაში 3:0 მოიგო. ანგარიში სწორედ გეგეჭკორმა გახსნა პენალტით, შემდეგ თორნიკე გაფრინდაშვილმა გამოიჩია თავი, ხოლო საბოლოო შედეგი რეინალდომ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ბათუმელთა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგაში 7 ქულით მე-4 ადგილზეა. ახალ სეზონში ზედიზედ 4 ფრის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისის ლოკომოტივი სტუმრად 4:1 დაამარცხა. დინამო ბათუმი მე-6 ტურში, 18 ივლისს, ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები