Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი შობის წინ - მუნდიალის კალენდარი ცნობილია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფიფამ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა
  • ჯგუფური ეტაპის 4-4 მატჩი დღეში, ფინალი 19:00-ზე

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი ცნობილია! ყატარში დაგეგმილი მუნდიალის განრიგი ფიფამ დღეს გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩი 21 ნოემბერს, ორშაბათს, თბილისის დროით 14:00-ზე დაიწყება. პირველი მატჩი სტადიონ ‘ალ ბაითზე’ გაიმართება, რომელიც დედაქალაქ დოჰადან 50 კილომეტრში მდებარეობს და რომელზეც 60 000 ფანი ეტევა. მუნდიალის ფინალი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00-ზე დაიგეგმა - არენაზე, რომელიც 80 000 მაყურებელს იტევს.

ჯგუფური ეტაპის მატჩების დროები (თბილისის დროით) ასეთია: 14:00, 17:00, 19:00 და 23:00. ჯგუფური ეტაპი 12 დღეში უნდა დამთავრდეს - დღეში 4 მატჩია დაგეგმილი. ფიფას ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკი სტადიონები ერთმანეთთან ახლოსაა, გუნდებს შორ გზაზე მგზავრობა არ მოუწევთ. ამიტომაც გახდა შესაძლებელი კალენდრის ასე კომპაქტურად დაგეგმვა. პლეი ოფის მატჩების დაწყების დრო თბილისის დროით 19:00 და 23:00-ია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები