Thumbnail

'ლიგის საგზურს მნიშვნელობა არ აქვს' - ჰავერტცი ჩელსიში მაინც გადავა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კაი ჰავერტცისთვის ლიგაზე თამაშს მნიშვნელობა არ აქვს
  • გერმანელი ლონდონში ვერნერს და ზიეხს შეუერთდება

როგორც BBC აცხადებს, ლევერკუზენის ბაიერის ნახევარმცველის, კაი ჰავერტცისთვის, მომავალი კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ფაქტორი გადამწყვეტი არაა...

გერმანიის ნაკრების 21 წლის წევრი, როგორც ამბობენ წელს ჩელსიში გადავა. ჩელსიმ ნორვიჩთან გამარჯვების შემდეგ მესამეზე გადაინაცვლა, შედეგად, ლესტერი და იუნაიტედი ერთი ქულით უკან მოიტოვა.

მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგაზე მხოლოდ პირველი 4 გუნდი გავა. ჰავერტცამდე ჩელსიმ ლაიპციგიდან ტიმო ვერნერი დაიმატა, ასევე აიაქსის ჰაკიმ ზიეხი, რომელიც უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები