Thumbnail

ცსკა-ს ბიუჯეტი მცირდება, თორნიკე შენგელიას დებიუტის თარიღი გაირკვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გაირკვა, როდის უნდა ველოდოთ დებიუტს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას დებიუტს რუსული ცსკა-ს რიგებში...

ვი-თი-ბი ლიგის პრესკონფერენციას რუსეთის სპორტის მინისტრი დაესწრო

ვი-თი-ბი ლიგის ახალი სეზონი, რომელშიც ცსკა-ც მონაწილეობს, სტარტს 20 სექტემბერს აიღებს. რეგულარულ სეზონში გაირკვევა, 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. ჩემპიონატში 13 კლუბი მონაწილეობს. აქედან 9 რუსულია, თითო პოლონური, ბელარუსული, ყაზახური და ესტონური. 

შეგახსენებთ, რომ ცსკა ევროლიგაშიც მონაწილეობს, რომლის სეზონიც 1-ელ ოქტომბერს უნდა დაიწყოს (თუ კორონავირუსის პანდემია ევროპაში კიდევ არ განახლდა). ბოლო სეზონში, ორივე ეს ტურნირი კორონავირუსის გამო, შეწყდა.

sovsport.ru-ს ინფორმაციით, თორნიკეს ახალ კლუბს ბიუჯეტის შემცირება მოუწევს - სულ მცირე, მეოთხედით. 

"დიახ, ჩვენ ორი ვარსკვლავი დავიმატეთ, მაგრამ გუნდიდან წავიდნენ საიმედო მოთამაშეები: ჰაინსი, კუფოსი და ბეიკერი. საერთო ჯამში, სახელფასო ფონდი არ გაზრდილა. ეს კარგია, რადგან კლუბის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, შემცირდება", - განაცხადა ცსკა-ს პრეზიდენტმა ვატუტინმა.

📺 თორნიკე შენგელიას სუპერმატჩი ცსკა-ს წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ ცსკა-ს დაფინანსებაზე უარი თქვა "აეროფლოტმა", ხოლო "ნორნიკელი" მძიმე ფინანსურ სიტუაციაშია ბოლო დროს მომხარი ეკოლოგიური კატასტროფის გამო, მისი აქციები გაუფასურდა. ცსკა-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ კლუბის ბიუჯეტი 25-30%-ზე მეტად არ შემცირდება. ვატუტინმა ისიც განაცხადა, რომ ცსკა ახალ სპონსორებს ეძებს.

კომენტარები

ბოლო ამბები