Thumbnail
  • 📅 15 ივლისი | ⌚ 23:45 | ⚽ სასუოლო V იუვენტუსი
  • თამაშში, ლოგიკურად, 2,5-ზე მეტი გოლი უნდა გავიდეს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ორი ტურია, იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატში ქულებს კარგავს. ეს ბევრი არ არის, მაგრამ იუვენტუსისთვის ბევრს ნიშნავს. მილანთან მარცხის (2:4) და ატალანტასთან ფრის (2:2) შემდეგ, ტურინული გრანდი ძალიან კარგ ფორმაში მყოფ სასუოლოს (4 მოგება ზედიზედ) ხვდება, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსი და სწორედ ამისათვის იბრძვის.

რომის ლაციოს ზედიზედ სამი თამაში რომ არ წაეგო (მილანთან, ლეჩესთან და სასუოლოსთან), უფრო სწორად, სამივე რომ მოეგო, ახლა სერია A-ს ცხრილის ლიდერი სწორედ სიმონე ინძაგის გუნდი იქნებოდა. ახლა კი, ლაციალე მილანის ინტერთან ერთად მეორე და მესამე ადგილებს იყოფს - იუვეს ორივე 8 ქულით ჩამორჩება.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ სასუოლო ბერგამოს ატალანტას შეადარა: “სასუოლო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია სერია A-ში - გუნდი, რომელიც სწორ გზას ადგას და ჩვენ მათ ისეთ დროს ვხვდებით, როცა კარგ ფორმაში და კარგ ხასიათზე არიან. ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან კარგად უტევს. სასუოლო ძალიან მაგონებს ატალანტას. ეს გუნდი ძალიან თამამად უტევს გრანდებსაც კი. ჩვენ მათთან თამაშში ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ეს ადვილი მატჩი არ იქნება.”

საინტერესო ფაქტები

⚽ სერია A-ში იუვენტუსის ბოლო 20 მატჩიდან 17-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ იტალიის ჩემპიონატში სასუოლოს ბოლო 15 საშინაო მატჩიდან 14-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ იუვენტუსს ბოლო 9 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ იუვენტუსს სასუოლოსთან ბოლო 7 მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ სასუოლოსა და იუვეს ბოლო 5 დუელში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ სასუოლოს იტალიის ჩემპიონატში ბოლოს ზედიზედ 4 მატჩი აქვს მოგებული. 

⚽ სასუოლოს სერია A-ს ბოლო 6 მატჩი მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ იუვენტუსმა სასუოლოს ბოლო 3 გასვლით შეხვედრაში პირველი ტაიმიც მოუგო და მატჩიც.

⚽ სასუოლოს სერია A-ში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ რესტარტის შემდეგ, სასუოლოს შვიდივე თამაშში ორივე გუნდმა გაიტანა და შვიდივეში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ იუვენტუსს უკვე ორი ტურია, არ მოუგია და ტურინელთა ბოლო 5 მატჩში 3,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

სასუოლო (4-2-3-1): კონსილი - ტოლიანი, სანტოსი, ფერარი, კირიაკოპულოსი - ბურაბია, ლოკატელი - ბერარდი, დიურიჩიჩი, ბოგა - კაპუტო.
ტრავმა: რომანია, ობიანგი, დეფრელი
დისკვალიფიკაცია: არავინ

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო - ბერნარდესკი, დიბალა, კ. რონალდო.
ტრავმა: ხედირა, დე შილიო, დემირალი
დისკვალიფიკაცია: კუადრადო

კომენტარები

ბოლო ამბები