Thumbnail

'ახლა მაინც გაჩუმდებიან' - გვარდიოლა მანჩესტერ სიტის გამართლებაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია. ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ ხალხი დაასრულებს საუბარს მანჩესტერ სიტის ბრალდებებზე, რადგან დამტკიცდა, რომ კლუბი უდანაშაულო იყო...

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): “დღეს ფეხბურთისთვის კარგი დღეა. წესები რომ დაგვერღვია, ახლა ევროთასებიდან მოკვეთილი ვიქნებოდით. კლუბს მიაჩნდა, რომ რაც გააკეთა, სწორი იყო და სამმა მოსამართლემ დაადასტურა, რომ ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ. თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა თქვა, რომ ვიტყუებოდით და ახლაც ვტყუივართ, უდანაშაულობის პრეზუმცია არ ყოფილა. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რასაც ხალხი ჩვენს კლუბზე ამბობდა, სიმართლე არ იყო.

უფლება გვაქვს საკუთარი თავი დავიცვათ, რადგან ყოველთვის გვჯეროდა, რომ სწორად ვმოქმედებდით. იმედია, ხალხი ახლა შეწყვეტს საუბარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში წასვლა მოუწევთ დასამტკიცებლად.

ახლა ჩემს მომავალზე საუბრის დრო არ არის. მწვრთნელისთვის 1-წლიანი კონტრაქტი დიდი დროა. ჩემი მდგომარეობა გუშინდელ გადაწყვეტილებამდეც გასაგები იყო. ეს ერთი თვის წინ ვთქვი: დავრჩები მიუხედავად იმისა, ვითამაშებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე. ინგლისში ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ შეიძლება მეორე ლიგაში დავექვეითებინეთ - ამ შემთხვევაშიც გუნდში დავრჩებოდი.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლო უეფას გადაწყვეტილება მანჩესტერ სიტის ევროთასებიდან 2-წლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გააუქმა. გარდა ამისა, 30 მილიონი ევროს ჯარიმა 10 მილიონ ევრომდე შეუმცირა.

კომენტარები

ბოლო ამბები