Thumbnail
  • იან ვერტონგენი ტოტენჰემში 2012 წელს გადავიდა
  • ცენტრალური მცველი ‘დეზებს’ სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს

სეზონის დასრულების შემდეგ იან ვერტონგენი თავისუფალი აგენტი გახდება და ტოტენჰემს უფასოდ დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელი 33 წლისაა მისი მსურველი ბევრია, მათ შორის ევროპული ფეხბურთის გრანდები...

ვერტონგენის დამატებას შეეცდება მანჩესტერ სიტი. პეპ გვარდიოლას გუნდს მიმდინარე სეზონში დაცვაში პრობლემები ხშირად ჰქონდა. ტრავმიანობის გამო ესპანელ სპეციალისტს მოუწია პოზიციით ჩამშლელი ნახევარმცველი ფერნანდინიო დაცვის ცენტრში ეთამაშებინა.

იან ვერტონგენი გამოცდილი ცენტრალური მცველია. ბელგიელი უკვე წლებია, რაც პრემიერლიგაში თამაშობს და ინგლისურ ფეხბურთს შეჩვეულია. მიუხედავად ასაკისა მისი დამატება “ქალაქელებისთვის” კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ვერტონგენის ტრანსფერში სიტის ხელმძღვანელობას ფულის გადახდა არ მოუწევს.

სეზონის მიმდინარეობისას ტოტენჰემის ხელმძღვანელობამ ბელგიელთან მოლაპარაკებები რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ვერტონგენს კლუბის დატოვება გადაწყვეტილი ჰქონდა და კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა.

იანი ტოტენჰემმა 2012 წელს აიაქსიდან დაიმატა და ამ დროის განმავლობაში ინგლისის უმაღლეს ლიგაში 231 მატჩი გამართა. პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში ბელგიელმა 22 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი ერთი გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები