Thumbnail
  • ფრენკ ლამპარდს იან ობლაკის დამატება უნდა
  • შესაძლოა, ინგლისელებმა ტრანსფერში კეპა არისაბალაგა ჩართონ

მადრიდის ატლეტიკოს სლოვენიელი მეკარის, იან ობლაკის დამატება ლონდონის ჩელსის სურს...

ინგლისურმა კლუბმა უკვე განახორციელა ჰაკიმ ზიეხისა და ტიმო ვერნერის ტრანსფერები. ჩელსის უკავშირებენ კაი ჰავერტცსაც. როგორც ჩანს, ლონდონურ კლუბს უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დიდი გეგმები აქვს.

ჩელსის მთავარ მწვრთნელს ფრენკ ლამპარდს 27 წლის მეკარის დამატება ძალიან უნდა. AS-ის ინფორმაციით "არისტოკრატები" მზად არიან სლოვენიელის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ.

თუ ჩელსი იან ობლაკში 100 მილიონ ევროს გადაიხდის ისინი გააუმჯობესებენ თავიანთ რეკორდს და მეკარეში ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდ თანხას გადაიხდიან. დღეისთვის ყველაზე ძვირად შეძენილი გოლკიპერი კეპა არისაბალაგაა. იგი ლონდონელებმა 2018 წელს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს.

შესაძლოა, ფრენკ ლამპარდმა ტრანსფერში კეპა ჩართოს. იმ შემთხვევაში თუ ლონდონელები 100 მილიონის გადახდას ვერ შეძლებენ, ისინი ატლეტიკოს კეპას და გარკვეული რაოდენობის თანხას შესთავაზებენ.

ატლეტიკოს ობლაკის გაყიდვა არ სურს. დიეგო სიმეონე კარგად ესმის, რომ თუ სურს ლა ლიგაში ბარსელონას და რეალს კონკურენცია გაუწიოს, ხოლო ევროპაში ტიტულების მოსაპოვებლად იბრძოლოს გუნდის წამყავნი მოთამაშეები უნდა შეინარჩუნოს.

იან ობლაკმა ბოლოს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის აპრილში განაახლა. ხელშეკრულების მიხედვით სლოვენიელი მადრიდულ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. მისი გამოსასყიდი თანხა 100-დან 120 მილიონ ევრომდეა.  

კომენტარები

ბოლო ამბები