Thumbnail

6 ერის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელიც წლეულს შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის დასაწყისში იგეგმება, შესაძლოა, მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღოს. ამ ვარაუდს Irishtimes-ი გამოთქვამს, რომელმაც აღნიშნულ თემას ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა. აი, რას წერენ ირლანდიელები:

“მსოფლიო რაგბი მიმდინარე კვირაში აპირებს გარკვეული ნათელი მოჰფინოს დარჩენილი წლის კალენდარს. მისი ერთ-ერთი ნაწილი რვაგუნდიანი ექსპერიმენტული ტურნირი უნდა გახდეს, რომელშიც 6 ერის ნაკრებების გარდა, საქართველომა და ფიჯიმ უნდა ითამაშონ, ფინალი კი 5 დეკემბერს ჩატარდება. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 8 ნაკრები ორ ჯგუფში გადანაწილდება, ისინი ერთ წრედ ითამაშებენ, გამარჯვებულები კი ფინალში იასპარეზებენ.

რამდენიმე თვეა, ეს საკითხი მასმედიის საშუალებებში აქტიურად განიხილება, განსაკუთრებით კი, ეს, ინგლისურ პრესაზე უნდა ვთქვათ, სადაც მეტი კონკრეტიკა შეინიშნებოდა. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 6 ერზე მიწვეული გუნდები ფიჯი და იაპონია უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, უფრო ლოგიკური იქნება, თუკი იაპონიის ნაცვლად შეჯიბრზე საქართველოს ვიხილავთ.

აღნიშნულის თქმის საფუძველს მთელი რიგი მიზეზები გვაძლევს. მათგან უპირველესი კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებია, რომლებიც ქვეყნებს შორის გადაადგილებებს ართულებს. ფიჯელი და ქართველი მორაგბეების დიდი ნაწილი ფრანგულსა და ინგლისურ კლუბებში თამაშობს, ეს კი, მოგზაურობის მასშტაბს მინიმუმამდე დაიყვანდა. ამასთან, მე-2 დონის ერთბაშად 2 ქვეყნის ტურნირში ჩართვა, მეტი პოზიტივის მომტანი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემიონატზე ბოლო 10-დან 9 გათამაშება მოიგო და მათგან 6 ერში ჩართვის ამბიცია სულ უფრო ხშირად ისმის. უკიდურეს შემთხვევაში, საუბარია პლეი ოფში თამაშზე, რაც ქართველებს ელიტაში ასვლის მცირე შანსს მაინც მისცემს. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ექსპერიმენტულ ტურნირში ჩართვა მათი ძალების წარმოჩენის იდეალური ვარიანტი იქნებოდა. მათ სწორედ აქ მიეცემათ შანსი ყველას აჩვენონ, რომ 6 ერში თამაშს მართლაც იმსახურებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ურუგვაის სძლია, თუმცა, იყო ავსტრალიასთან თამაშიც, რომელიც მათ მხოლოდ 8:27 წააგეს. თუკი ქართველები მომავალ ტურნირში მართლაც დაუშვეს, ისინი ჯგუფურ ეტაპზე 3 უმაღლესი ტესტს ჩაატარებენ, რაც მათი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება”.

6 ერზე 2 ნაკრების მიწვევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პანდემიის გამო, საზაფხულო ტესტები ჩაშლილად გამოცხადდა. ჯერაც უცნობია რა ბედი ეწვევა საშემოდგომო კალენდარს, როდესაც ბორჯღალოსნებს საფრანგეთისა და ფიჯის ნაკრებებთან მატჩები ჰქონდათ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები