Thumbnail
  • ქართველის ცსკა-სთან გარიგება ზაფხულის მთავარ მოვლენებში მოხვდა
  • Eurohoops.net-მა თორნიკე შენგელიაზე წინ მხოლოდ 1 ტრანსფერი დააყენა

ცნობილმა ვებ-გვერდმა Eurohoops.net ევროპულ კალათბურთში მიმდინარე ზაფხულის 10 ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი გამოარჩია და თორნიკე შენგელიას მე-2 ადგილი მიუჩინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა. ის რუსულ გრანდს ესპანური ბასკონიადან შეუერთდა, სადაც 2014 წლიდან თამაშობდა. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი შენგელიას შესახებ:

თორნიკე შენგელია

ახლანდელი კლუბი: ცსკა
ყოფილი კლუბი: ბასკონია
კონტრაქტს ვადა გასდის: 2023
სტატისტიკა 2019-20 წლების სეზონში: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა, 2.9 პასი

მას შემდეგ, რაც შენგელიამ ბასკონიასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, ცსკა-სთან მოლაპარაკებებმა დასკვნითი სახე მიიღო და კონტრაქტიც გაფორმდა. ახლა, ბასკური კლუბის ყოფილი ლიდერი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. ის დიმიტრის იტუდისის გუნდში კიდევ ერთი ახალი სახე იქნება.

აღსანიშნავია, რომ Eurohoops.net-მა ზაფხულის უმთავრეს ტრანსფერად ასევე ცსკა-ს მიერ განხორციელებული კიდევ ერთი გარიგება გამოაცხადა. საუბარია ბერძნული ოლიმპიაკოსიდან სერბი ცენტრის – ნიკოლა მილტუნოვის გადაყვანაზე.

📋 მეტი ამ თემაზე

მისი და შენგელიას გარდა, TOP 10 ტრანსფერში მალკოლმ დილეინი (ბარსელონადან მილანში), კაილ ჰაინსი (ცსკა-დან მილანში), ლუიჯი დატომე (ფენერბაჰჩედან მილანში), ნიკ კალატესი (პანათინაიკოსიდან ბარსელონაში), დერიკ უილიამსი (ფენერბაჰჩედან ვალენსიაში), ჯორდან ლოიდი (ვალენსიადან ცრვენა ზვეზდაში), როკას გიედრაიტისი (ალბადან ბასკონიაში) და მარტინ ჰერმანსონი (ალბადან ვალენსიაში) მოხვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები