Thumbnail

ამ სეზონში უკვე მეოთხედ - ვაკო გვილია ტურის სიმბოლურში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შაბათს პოლონეთის ჩემპიონი გახდა

ვარშავის ლეგიას ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო 11-ეულში ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით დასახელდა .

ვაკომ 35-ე ტურში კრაკოვიასთან შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარშიც გოლიც გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მეოთხედ მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდში.

ლეგიას რაც შეეხება: შაბათს პოლონეთის ჩემპიონობა ოფიციალურად მოიპოვა და ოქროს მედალი გვილიამაც მიიღო. ვაკომ 2019-2020 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ვარშაველთა მე-14 ჩემპიონობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 თამაშში 11 გოლი და 9 საგოლე პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია ლეგიას ერთი წლის წინ შეუერთდა. მანამდე ქართველი ზაპოროჟიეს მეტალურგში, მინსკში, ბატეში, ლუცერნსა და გურნიკში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები