Thumbnail

ლა ლიგის პრეზიდენტი მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგაზე დაშვების წინააღმდეგია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მანჩესტერ სიტის აპელაციის დაკმაყოფილებით უკმაყოფილება არ დამალა.

ტებასი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს, არის თუ არა CAS შესაბამისი ორგანო, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ, არის თუ არა CAS შესაბამისი ორგანო, რომელსაც ფეხბურთში ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებებისთვის მივმართავთ. შვეიცარია საარბიტრაჟოს დიდი ისტორიის მქონე ქვეყნაა, მაგრამ CAS არ არის შესაბამისი სტანდარტული სიმაღლის,“ - თქვა ლა ლიგის პრეზიდენტმა.

ხავიერ ტებასი სიტის შეწყალების წინააღმდეგია

შეგახსენებთ, რომ დღეს მანჩესტერ სიტის თებერვალში დაკისრებული სანქცია ევროთასებზე 2-წლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ მოეხსნა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. პეპ გვარდიოლას გუნდს 30 მილიონი ევროს ჯარიმა 20 მილიონით შეუმცირდა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის საგზური პრემიერლიგის გათამაშებაში უკვე გარანტირებული აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები