Thumbnail

'თავხედობა ბედნიერებაა' - რუსული გამოცემა კვარაცხელიას თამაშს აფასებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ცსკა-სთან პენალტი მოიპოვა
  • ქართველი შემტევი სეზონის რესტარტს შესანიშნავ ფორმაში შეხვდა

რუბინის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სეზონის რესტარტს გამორჩეულ ფორმაში შეხვდა. ლეონიდ სლუცკის გუნდმა პრემიერლიგაში ადგილი უკვე ოფიციალურად შეინარჩუნა და ამაში ქართველი შემტევის დამსახურება დიდია.

ხვიჩამ მოსკოვის ცსკა-სთან პენალტი მოიპოვა, რითაც რუბინი მარცხს გადაარჩინა. რუსულმა გამოცემა Sportbox-მა სტატიაც გამოაქვეყნა - "ხვიჩა კვარაცხელია კომპლექსების გარეშე".

კომპლექსების გარეშე

„19 წლის ქართველი საუკეთესო იყო ცსკა-სთან და თუ დავფიქრდებით, ეს არავის აკვირვებს. ფული განსაზღვრავს კლუბების სატრანსფერო პოლიტიკას და შეგიძლია, ერთი ფეხბურთელი ვარსკვლავით ჩაანაცვლო. თუმცა რუსეთის ჩემპიონატში ყველაფერი პირიქითაა, ამის არანაირი ნიშანი არ შეინიშნება. ზოგჯერ დაუსაბუთებელი თანხები იყოფა იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ხოლო ნიჭიერ ახალგაზრდებს უგულებელყოფენ. არავის სურს, შეაფასოს მათი ნიჭი.

მაგალითად, ლოკომოტივის ხელმძღვანელობამ არ ისურვა იჯარით აყვანილი კვარაცხელიას გამოსყიდვა, თუმცა იური სიომინი ამას დაჟინებით მოითხოვდა და ქართველში წითელ-მწვანეთა მომავალს ხედავდა. სიტუაცია რუბინმა გამოიყენა, რომელიც დარწმუნებული ვართ, არ ნანობს. 19 წლის ბავშვი მომწიფებულ თამაშს აჩვენებს და ცსკა-სთან არამხოლოდ ტექნიკური ფეხბურთი, არამედ საოცრად დისციპლინერებული ფეხბურთი ითამაშა, მისი ასაკისთვის არადამახასიათებლად.

დამუხრუჭებული მარიო ფერნანდესი

დავალება ადვილი არ იყო. მარიო ფერნანდესი მასთან ერთ ხაზზე მუშაობდა. ყველამ იცის, როგორც იცავს ის თავს და როგორ უტევს. თუმცა რუბინთან ძირითადად დაცვაში ყოფნა დაეკისრა, რაც მწვრთნელის დავალება იყო ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის გამო. ზოგადად, მარიო დავალებას ასრულებდა, შესვენების დაწყებამდე დაცვაში ჩავარდნა არ ჰქონია. მთელი თამაში მნიშვნელოვანი შრომის გაწევა უწევდა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ, რადგან ის ყოველთვის ესარგებლა სივრცით.

ლეზგინკას რიტმში

კვარაცხელია ტექნიკასთან პრობელას საერთოდ არ განიცდის და ამ მატჩში ბევრი ეპიზოდი იყო, როდესაც რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში მოახერხა თავის დაღწევა. მაგალითად 22-ე წუთზე ხვიჩას სამი ფეხბურთელი ჰყავდა ირგვლივ, მაგრამ მოატყუა. ქართველი ისეთი სიმსუბუქით და ერთი ამოსუნთქვით ასრულებდა ამ ყველაფერს, თითქოს ლეზგინკას ცეკვავდა.

როდესაც თავხედობა ბედნიერებაა

კიდევ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს თავხედობა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელებისთვის ბედნიერებაა. ამის არდანახვა არ შეიძლება - აბსოლუტურად კომპლექსების გარეშე თამაშობს, ეჭვი არ ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში.

შეგახსენებთ, რომ რუბინმა სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გადაწყვიტა პრემიერლიგაში დარჩენის საკითხი. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4-ჯერ საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები