Thumbnail

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) მანჩესტერ სიტის აპელაცია დააკმაყოფილა - ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ევროტურნირებზე ითამაშებს! ამასთან, თავდაპირველი ჯარიმა, რაც 30 მილიონ ევროს შეადგენდა, 10 მილიონ ევრომდე შემცირდა.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგაში დისკვალიფიცირებული აღარ არის და ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში მომდევნო სეზონშიც იასპარეზებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დარწმუნებული იყო, რომ ასე მოხდებოდა: “ადამიანების მიმართ ნდობა არ დამიკარგავს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ, - აცხადებდა ესპანელი, - საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას მთელი კლუბი, მისი თითოეული თანამშრომელი მოუთმენლად ელოდება.”

შეგახსენებთ, რომ უეფამ თებერვალში ევროთასებიდან სიტის ორი წლით დისკვალიფიკაცია და 30 მილიონი ევროთი დაჯარიმება გადაწყვიტა, რისი მიზეზიც ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევა გახდა. მანჩესტერ სიტიმ აპელაცია სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეიტანა, რომელმაც ინგლისურ გრანდს დისკვალიფიკაცია მოუხსნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები