Thumbnail

გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნების სჯერა - დღეს სიტისთვის გადამწყვეტი დღეა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მანჩესტერ სიტის ბედი დღეს გაირკვევა
  • გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ აპელაცია სიტის გაამართლებს

დღეს მანჩესტერ სიტის ბედი უნდა გადაწყდეს. კერძოდ, უეფამ სიტის აპელაცია უნდა განიხილოს და მისი შედეგი უნდა გამოაცხადოს. დღევანდელი მონაცემებით, სიტის ევროტურნირებზე თამაში შემდეგი 2 სეზონის განმავლობაში აკრძალული აქვს. ბრაიტონთან მატჩის შემდეგ თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა ხოსეპ გვარდიოლამ.

'მოედანზე თამაშით ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება უკვე მოვიპოვეთ. ახლა მათი გადაწყვეტილების დროა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სიტის სასიკეთოდ გადაწყდება,' - განაცხადა მან.

თუკი აპელაციამ სიტი არ გაამართლა, კლუბი ახალი ფეხბურთელების შეძენასაც ვერ შეძლებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება 'ქალაქელთა' ბევრი ფეხბურთელის კლუბში დარჩენის საკითხი. თუმცა, თავად გვარდიოლამ განაცხადა, რომ იგი სიტიში ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს დარჩენას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები