Thumbnail

'მატჩისთვის მოსამზადებლად 48 საათით ნაკლები გვქონდა' - ჟოზემ დერბიში მოგება შეაფასა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

არსენალთან მოგების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ დერბიში პრინციპულ გამარჯვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება გულშემატკივარივით უხარია.

"ყოველთვის სასიხარულოა დიდ გუნდთან გამარჯვება, ხოლო თუ ეს დიდი გუნდი ისტორიულად შენი მთავარი მეტოქეა, მაშინ ეს გამარჯვება ყველაფერს ნიშნავს."

"მე ვიცი რას ნიშნავს ინტერი V იუვენტუსი, რეალი V ბარსელონა, პორტო V ბენფიკა და ტოტენჰემი V არსენალი... ასეთ თამაშებს ყოველთვის გულშემატკივარივით ვგრძნობდი და ასეა ახლაც."

"დერბისთვის მოსამზადებლად 48 საათით ნაკლები გვქონდა, რაც მგონია, რომ ძალიან დიდი უსამართლობაა. თუმცა მობილიზება შევძელით და შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ."

კომენტარები

ბოლო ამბები