Thumbnail

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში პენალტი ვერ გაიტანა და შეცვალეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ქართველ ფეხბურთელს 11-მეტრიანი მეკარემ აუღო
  • ხარაიშვილი შეცვალეს და გიოტებორგი დამარცხდა

შვედეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი ხარაიშვილმა დიურგარდენთან შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია.

ხარაიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს, გიოტებორგმა კი ერთ წუთში მეორედ მიიღო პენალტის დარტყმის უფლება, რომელიც სწორედ ქართველის ნაცვლად შესულმა ჰოსამ აიეშმა ზუსტად შეასრულა და პრესტიჟის გოლი გაიტანა. სათქმელია ისიც, რომ მასპინძლები 25-ე წუთის მერე კაცნაკლულნი თამაშობდნენ.

გიოტებორგი 1:2 დამარცხდა და 8 ქულით მე-10 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარაიშვილს სეზონის სტარტის გამოტოვება ტრავმის გამო მოუწია, მიმდინარე სეზონში 4 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

კომენტარები

ბოლო ამბები