Thumbnail

ვიდეოთამაშ სუპერ მარიოს იშვიათი ეგზემპლარი 114 000 დოლარად გაიყიდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • აქამდე, ვიდეოთამაშში გადახდილი უდიდესი თანხა 100 150 დოლარი იყო
  • აუქციონზე გაიყიდა სხვა იშვიათი რეტრო ვიდეოთამაშები და კონსოლებიც

ყველასთვის საყვარელი კლასიკური ვიდეოთამაშ Super Mario Bros-ის 1985 წელს გამოშვებული კასეტა აუქციონზე საოცარ ფასად, 114 000 დოლარად გაიყიდა. აუქციონის ორგანიზატორის, კომპანია Heritage-ის მიხედვით, ამ ტრანზაქციით თამაშმა რეკორდი დაამყარა. აქამდე, ყველაზე ძვირად გაყიდული ვიდეოთამაშის ტიტული ასევე სუპერ მარიოს ეკუთვნოდა, რომელიც 100 150 დოლარად 2019 წლის თებერვალში გაიყიდა.

თამაშის ეს ეგზემპლარი განსაკუთრებით იშვიათია: ის ქაღალდის ყუთშია მოთავსებული. თამაშის ავტორმა Nintendo-მ მარიოს ქაღალდის შეფუთვაში გამოშვება მას შემდეგ დაიწყო, რაც პლასტიკატის შემცირების პოლიტიკაზე გადავიდა.

თამაში, რომელშიც 114 000 დოლარი გადაიხადეს

Heritage-ის მიხედვით, აუქციონიდან მიღებული შემოსავალი სულ 700 000 დოლარი იყო. სუპერ მარიოს გარდა, გაიყიდა Sega Pluto-02 სათამაშო კონსოლი, რომელშიც მყიდველმა 84 000 დოლარი გადაიხადა. Sega Pluto-02 ბაზარზე არასოდეს გამოსულა: კომპანია Sega-მ ეს პროექტი გააუქმა და მის მაგივრად, Sega Saturn გაუშვა გაყიდვაში. კონსოლის მაღალი ფასიც სწორედ ამან განაპირობა.

აუქციონზე ასევე გაიყიდა თამაში Mike Tyson's Punch-Out 50 400 დოლარად და Super Mario Bros 3 - 38 400 დოლარად. ეს უკანასკნელი თამაში, Heritage-ს მიხედვით, განსაკუთრებით იშვიათია და მხოლოდ 10 ეგზემპლარი არსებობს.

კომენტარები

ბოლო ამბები