Thumbnail

კაკაბაძის საგოლე პასი შვეიცარიაში - ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოთარ კაკაბაძემ უხვგოლიან მატჩში მიიღო მონაწილეობა
  • ქართველმა მცველმა ნოემბრის შემდეგ 90 წუთი პირველად ითამაშა

შვეიცარიული ლუცერნის ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ მოედაზე დაბრუნების შემდეგ, პირველი საგოლე პასი შეასრულა.

ლუცერნი 30-ე ტურში ლუგანოს საკუთარ კედლებში დაუხვდა და დრამატული შეხვედრა 3:3 დასრულდა. სტუმრები სამბურთიან უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს მშვიდად იყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა სოლიდური ჩამორჩენა ბოლო ნახევარ საათში აღმოფხვრეს.

ამას სათავე ოთარმა დაუდო, რომელმაც 61-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და პასკალ შიურპფმა მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.

კაკაბაძემ ნოემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა შეუცვლელად, ფეხბურთს კი წინა ტურში დაუბრუნდა, როდესაც მოედანზე 45 წუთი გაატარა.

ქართველი ფეხბურთელი შვეიცარიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მოედანზე 15-ჯერ გავიდა, გოლი არ გაუტანია, საგოლე პასი კი ორჯერ შეასრულა. ლუცერნს 42 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ივლისს, სტუმრად ლიდერ სენტ გალენთან ჩაატარებს.

📺 კაკაბაძის საგოლე პასი ლუგანოსთან

კომენტარები

ბოლო ამბები