Thumbnail

ახლა პანდემია - ნეიმარის ტრანსფერი ბარსელონაში ან რეალში ისევ არ გამოდის 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ‘მარკას’ ინფორმაციით, ნეიმარი ბარსელონაში წელს არ დაბრუნდება
  • ბრაზილიელზე აღარც მადრიდის რეალში ფიქრობენ

როგორც ჩანს, ნეიმარი მომდევნო სეზონსაც პარი სენ-ჟერმენში გაატარებს. ყველამ იცის, რომ 28 წლის ბრაზილიელს ბარსელონაში დაბრუნება სურს, მაგრამ ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა შეწყვიტა იმაზე ზრუნვა, რომ ნეიმარი წელსვე დაიბრუნოს. ამის შესახებ ესპანური სპორტული მედიის ლიდერი ‘მარკა’ წერს.

ნეიმარის და მესის ტანდემის აღდგენა ბარსელონაში ისევ გადაიდო

ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, ნეიმარის დაბრუნების შანსი ძალიან მაღალი იყო, ახლა კი, როდესაც ყველა გრანდმა დიდი ფინანსური დანაკლისი განიცადა, ნეიმარის ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი ხდება.

ნეიმარი რეალსაც აინტერესებდა, მაგრამ ‘მარკა’ წერს, რომ ბრაზილიელის გადაბირებას ამ ზაფხულისთვის აღარც მადრიდელები განიხილავენ.

როგორც იცით, ნეიმარს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელებს ბრაზილიელთან ხელშეკრულების 1 წლის გაგრძელება სურთ. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარსელონაში 2013-დან 2017 წლამდე თამაშობდა, მერე კი ფრანგულ გრანდში სარეკორდო, 222 მილიონ ევროდ გაიყიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები