Thumbnail

'კეთილი იყოს შენი მოსვლა ჰაკიმ' - ზიეხმა ჩელსიში ივარჯიშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ლონდონის ჩელსიმ გამოაცხადა, რომ გუნდს ახალწვეული ჰაკიმ ზიეხი (ზიეში) შეუერთდა...

"კეთილი იყოს შენი მოსვლა ჰაკიმ!" - ასე მიესალმა კლუბი აიაქსის ყოფილ შემტევს და მისი ლონდონური ფოტოც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჩელსიმ ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ 13 თებერვალს დაადასტურა. ზიეხი 2020/21 წლის სეზონიდან ჩელსის საკუთრებაა ხუთი სეზონის განმავლობაში.

მედიის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ჩელსის 40 მილიონი ევრო დაუჯდა. მან აიაქსის რიგებში 21 მატჩში 6 გოლი გაიდანა და 12 საგოლე პასი მიითვალა, შემდეგ კი ჰოლანდიის ერედივიზიე კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლებულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები