Thumbnail

ციურიხი კარანტინში - შვეიცარიის სუპერლიგა ისევ გაჩერდება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ციურიხში კორონავირუსის ფაქტები დადასტურდა
  • სიონთან თამაში გადადებულია

შვეიცარიული საფეხბურთო კლუბი ციურიხი მთელი შემადგენლობით კარანტინში მიდის...

ამის მიზეზი კლუბის წევრების ახალი კორონავირუსით დაინფიცირებაა: "პარასკევს ციურიხის ყველა მოთამაშე კორონავირუსზე შემოწმდა. მოგვიანებით, რამდენიმე მათგანის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. დღეიდან მთელი პერსონალი, მოთამაშეების ჩათვლით თვითიზოლაციაშია. ჩვენ ვარსრულებთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ საიტზე.

კლუბი შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციასთან მუმდივ კონტაქტშია. დღევანდელი მატჩი ციურიხსა და სიონს შორის გადადებულია. 29 ტურის შემდეგ ციურიხი 42 ქულით მე-5 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში გუნდის ღირსებას იცავდა ლევან ხარაბაძე. 20 წლის მარცხენა მცველმა სუპერლიგის 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მას იჯარის ვადა გაუვიდა და დინამო თბილისში დაბრუნდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები