Thumbnail
  • ადამა ტრაორე ვულვზის ერთ-ერთი საკვაძო ფიგურაა
  • 24 წლის ესპანელი მოთამაშის დამატება ბევრ გრანდს სურს

ადამა ტრაორე ვულვზის ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძო ფეხბურთელია. ესპანელი პრემიერლიგაში მაღალ დონეზე თამაშობს და კარგ სეზონს ატარებს. 24 წლის ფეხბურთელის კარგი თამაში არ გამოპარვიათ ევროპულ გრანდებს და მისი დამატების მსურველი საკმაოდ ბევრია.

ერთ-ერთი მათგანი ტურინის იუვენტუსია. იტალიელებს სურთ, რომ ფეხბურთელის გუნდში მიყვანით, წინა ხაზში სუპერშემეტევი დუეტი შექმნან - ადამა ტრაორე-კრიშტიანო რონალდო. ტურინელთა აზრით, ტრაორეს მიყვანით გუნდის შეტევითი პოტენციალი საკმაოდ გაიზრდება.

ESPN-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" მზად არის, ვულვზს ტრაორეს სანაცვლოდ 3 ფეხბურთელი შესთავაზოს. მატია პერინი, დანიელე რუგანი და ჯენოაში განათხოვრებული კრისტიან რომერო - ეს იმ მოთამაშეების სიაა, რომლებსაც იუვენტუსი ვულვზს შესთავაზებს.

ვულვზი ტრაორეს დაახლოებით 60 მილიონ ფუნტად აფასებს. შემეტევ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი პრემიერლიგის კლუბში ხელშეკრულების მიხედვით კიდევ სამი წლით უნდა დარჩეს, ვულვზს მისი შენარჩუნება გაუჭირდება.

ადამა ტრაორემ პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 4 გატანლი გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.  

კომენტარები

ბოლო ამბები