Thumbnail
  • ინგლისის ნაკრებისა და ლიდსის ლეგენდა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ჯეკი ბობი ჩარლტონის უფროსი ძმა იყო

საფეხბურთო კლუბმა ლიდსმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. პარასკევს, 10 ივლისს საღამოს, ინგლისის ნაკრებისა და ლიდსის ლეგენდა ჯეკ ჩარლტონი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯეკი ლიდსის ღირსებას 23 წლის განმავლობაში იცავდა და მის რიგებში 773 შეხვედრა ჩაატარა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეესო შედეგია. ჯეკ ჩარლტონი, რომელსაც გუნდი არასდროს შეუცვლია, თავისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო.

ჯეკმა 1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. მან მუნდიალზე ყველა თამაში ჩაატარა, მათ შორის "უემბლიზე" გამართული ფინალი, რომელშიც ბრიტანელებმა დასავლეთ გერმანიას ანგარიშით 4:2 მოუგეს. საერთო ჯამში, ცენტრალურმა მცველმა ეროვნული გუნდის ღირსება 35-ჯერ დაიცვა.

ჯეკ ჩარლტონი ბობი ჩარლტონის უფროსი ძმა იყო. ჯეკი ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 10 წლის განმავლობაში იყო (1986-1996). მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

ჯეკ ჩარლტომა ლიდსში თამაშის პერიოდში შეძლო და მოიგო: ინგლისის უმაღლესი დივიზიონი (1968-69 წლების სეზოინ), ასოციაციის თასი (1972), ლიგის თასი (1968) ინგლისის სუპერთასი (1969) და ორჯერ ბაზრობათა თასი (1968 და 1971).

კომენტარები

ბოლო ამბები