Thumbnail

ლორია დააჯილდოვეს - ქართველმა მეკარემ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ლორიამ კვიპროსში ორი პრიზი დაიმსახურა
  • ქართველ გოლკიპერს სეზონში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ჰქონდა

ანორთოსისის ქართველი მეკარე გიორგი ლორია ორი პრიზით დააჯილდოვეს - საუკეთესო სეივისთვის და კვიპროსის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონში ყველაზე მეტი მშრალი მატჩისთვის.

გამოცემა PASP-მა აელ-თან მატჩში ლორიას სეივი სეზონში საუკეთესოდ მიიჩნია და ჯილდო გადასცა, მე-2 ჯილდოს კი მას იმისთვის ერგო, რომ 11 თამაში გოლის გაუშვებლად ჩაატარა.

გიორგი ლორიამ 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა

შეგახსენებთ, რომ ლორია ანორთოსისს 2019 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა (აქედან 2 კვიპროსის თასზე).

ქართველი მეკარე თანაგუნდელებთან ერთად და თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, 2020-2021 წლების სეზონისთვის ემზადება. ანორთოსისი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები