Thumbnail
  • 'სამწუხაროდ, თორნიკეს საშუალო და შორი დისტანციიდან სტაბილური სროლა არ აქვს'
  • ცნობილმა რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ქართველის ცსკა-ში ტრანსფერი შეაფასა

ცნობილი რუსი საკალათბურთო კომენტატორი ვლადიმირ გომელსკი თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა და იმ რექციაზეც ისაუბრა, რომელიც ამ ამბავს საქართველოში მოჰყვა:

“შენგელია ფიზიკური კონდიციებით გამორჩეული ფორვარდია, რომელსაც ლიდერისთვის საჭირო თვისებები აქვს, სამწამიან ზონასთან კარგად თამაშობს და დაცვაშიც ძლიერია. სამწუხაროდ, მას საშუალო და შორი დისტანციიდან სტაბილური სროლა არ აქვს, თუმცა, ამის კომპენსირებას ერთი ერთზე მეტოქის დაჯაბვნით ახერხებს და ფარქვეშ შესვლის დროსაც შეუდარებელია. გუნდურ თამაშში ჩართვას კარგად ახერხებს და პასის გაცემაც ეხერხება. ახალ გუნდში პირველი სეზონი ნებისმიერი კალათბურთელისთვის რთულია, ამდენად, თორნიკეს ვუსურვებ ადაპტაციის პერიოდი სწრაფად გაიაროს, მოსკოვში კარგად მოეწყოს, აქაურობას შეეგუოს და თავი კომფორტულად იგრძნოს. ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც უკვე უთამაშია სამ ქვეყანაში. რაც შეეხება ქართველების რეაქციას, ის ძალიან უცნაურია. ზოგი მას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშულებს, ვიღაცამ მხარდაჭერა გამოუცხადა, უმეტესობას კი, ეს ფაქტი არც აინტერესებს”.

მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ესპანურ ბასკონიაში გატარებული 6 წლის შემდეგ, კონტრაქტი მოსკოვის ცსკა-სთან გააფორმა და 3 სეზონს სწორედ რუსული არმიის კლუბში გაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები