Thumbnail

მანუელ პელეგრინი ესპანეთში დაბრუნდა, სადაც რეალ ბეტისს გაწვრთნის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • პელეგრინი ახალი სეზონიდან ბეტისს გაწვრთნის
  • 66 წლის ჩილელი კლუბს 2023 წლამდე უხელმძღვანელებს

მადრიდის რეალის, რივერ პლეიტის და მანჩესტერ სიტის ყოფილი მთავარი მწვრთნელი - მანუელ პელეგრინი ლა ლიგაში დაბრუნდა, სადაც რეალ ბეტისს უხელმძღვანელებს.

რეალის გარდა, ჩილელი სპეციალისტი ესპანეთში ვილიარეალს და მალაგას წვრთნიდა, ხოლო მისი ბოლო კლუბი ვესტ ჰემი გახლდათ, სადაც კონტრაქტი 2019 წლის დეკემბერში შეუწყვიტეს.

66 წლის პელეგრინიმ, ბეტისთან კონტრაქტს ხელი 2023 წლამდე მოაწერა. "დღეიდან საერთაშორისო პრესტიჟის მქონე მწვრთნელი გვყავს, რომელიც კლუბს 3 წლიანი პროექტის ფარგლებში უხელმძღვანელებს." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები